Saturday, July 17, 2010

რელიგიების ტურიზმი

1. პროექტის სახელი : რელიგიების ტურიზმი
2. პროექტის მოკლე აღწერა: გავაცნო მოსწავლეებს იერუსალიმი (ისრაელის დედაქალაქის) სამი ძირითადი რელიგიის თავმოყრის ადგილი. ქრისტიანობის, იუდაიზმის და მაჰმადიანობის რელიგიური სიწმინდეები და მათი მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებაში
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს ვყოფ ჯგყფებად. ჯგყფები ეცნობიან იერუსალიმის (მარადიული ქალაქის) ისტორიასა და დღევანდელობას. მოიძიებენ მასალებს: ქრისტიანულ, მაჰმადიანურ და იუდაიზმურ რელიგიების შესახებ. ისტ-ის, წიგნებისა და სხვადასხვასაშუალებების გამოყენებით მოიპოვებენ ინფორმაციას:ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებულ უამრავ უბანსა და ქუჩაზე ,საიდუმლო სერობის ადგილზე, უფლის საფლავზე, გოლგოთის გზაზე, ქრისტეს მიერ გავლილ გზას ჯვარცმამდე, გეთსამანის ბაღზე, ჯვრის მონასტერზე. (ეს მონასტერი ქართველების მიერ XII საუკუნეში იქნა აღდგენილი.) მუსლიმანური სიწმინდეებიდან აღსანიშნავ: ალ-აკსას და ომარის მეჩეთებზე ებრაელებისთვის ყველაზე ძვირფას 15-მეტრიან გოდების კედელზე(ძველი სინაგოგის გადარჩენილი კედელი). მოსწავლეების მიერ მოძიებული იქნეს იერუსალიმში შესულ ტურისტთა რაოდენობა(წლის განმავლობაში).
4. მონაწიელთა ასაკი: 14-15წ.
5. ვადები და ხანგრძლივობა(ერთი თვე)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფებში მუშაობა, პრეზენტაცია,ტურისტული მარშუტებისა და კულტურულ,ისტორიული,რელიგიური რუკების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: შეიტყობენ უფრო მეტს სამივე რელიგიის შესახებ. შეისწავლიან როგორ დაგეგმონ რელიგიური ტურიზმი.(ჩვენს ქვეყანაში) შეიძენენ ცოდნას ელექტრონული და კონტურული რუკების, დიაგრამების, ფოტოსურათების და ვიდეო მასალების გამოყენებით განათავსონ პროექტი ვებ-გვერდზე და გააკეთონ პრეზენტაცია.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. კავშირი საგნებთან ( ე.ს.გ) : გეოგრაფია, ისტორია. ხელოვნება და კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან : გეო XI 4. (2,4), გეო X 4. (1,3). ისტ VII 11. (4,5,7).მსოფლიო რელიგიების რუკების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს ძირითადი რელიგიების გავრცელების კანონზომიერების შესახებ. სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე აჯგუფებს ძირითად რელიგიებს წარმოშობის დროის, ერთმორწმუნე ქვეყნების რიცხვისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით: შედეგებს გამოხატავენ სასურველი ფორმით (ცხრილი,რუკა, და სხვა.) იყენებენ გეოგრაფიის საერთაშორისო ენას –რუკას –ინფორმაციის მოსაძიებლად და თავისი მოსაზრების გამოსახატად.რომელიმე ქვეყნის რელიგიისა და კულტურის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.
10. პროექტის იდეის ავტორი : დარეჯან გეგეშიძე
11. ავტორის ელ–ფოსტა: darejanigegeshidze@gmail.com

No comments:

Post a Comment